ბაღდათის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს .
ქალაქ ბაღდათში დასრულდა ბაღდათის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლის სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა სამშენებლო კომპანია შპს “ბაღდათის ავტოგზა” -მ შეასრულა და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.
ბაღდათის ქუჩაზე დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო სანიაღვრე სისტემა.
აღნიშნულ ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე დავით სილაგაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.