ბაღდათის მუნიციპალიტეტში რევაზ ლაღიძის და ჯანო კახიძის საიუბილეო ღონისძიება აღინიშნა.
რევაზ ლაღიძის კულტურის სახლში ორი მაესტროს შემოქმედება ადგილობრივმა შემსრულებლებმა და ჯგუფმა “სოლომ” წარმოადგინეს.
საიუბილეო საღამოზე გაიხსენეს ლაღიძის, კახიძის მოღვაწეობა და კიდევ ერთხელ ისაუბრეს ორი დიდი მაესტროს მიერ შექმნილ მსოფლიო დონის მუსიკაზე.
საიუბილეო ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
დღესვე ბაღდათის მერმა კახა ენუქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად რევაზ ლაღიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. რომელიც კომპოზიტორის სახელობის კულტურის სახლის სკვერშია განთავსებული.