ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში აინთო.
რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სკვერში, კულტურის ცენტრთან არსებულმა საბავშვო მუსიკალურმა თეატრმა “ირიდა” – ს აღსაზრდელებმა, თეონა ლომსიანიძემ, ლევან ჟვანიამ და მომღერალთა ანსამბლმა სადღესასწაულო
წარმოდგენა გამართეს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს დამდეგი შობა – ახალი წელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გუორგიძესთან ერთად მიულოცა.
ნაძვის ხის საზეიმო ანთება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.