ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმო ვითარებაში აინთო.
ნაძვის ხის ანთებაში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ, თოვლის ბაბუასთან და ბავშვებთან ერთად მიიღეს და მოწვეულ სტუმრებს დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცეს.
“ვულოცავ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას დამდეგ შობა -ახალ წელს, დღეს ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან ერთად ავანთეთ მთავარი ნაძვის ხე. წელს ბაღდათი განსაკუთრებულად მორთული ხვდება ახალ 2024 წელს, მთავრობის მეთაურის ინიციატივით ბაღდათს საახალწლო ილუმინაციები გადმოეცა, რამაც კიდევ უფრო დაამშვენა და გაალამაზა ჩევნი მუნიციპალიტეტი. რაც კიდევ უფრო ამაღლებს სადღესასწაულო განწყობას.კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2024 წელს, მშვიდობა და წარმატებები მოეტანოს ახალ წელს”
აცხადებს ბაღდათის მერი კახა ენუქიძე.
სადღესასწაულო ღონისძიებაზე ადგილობრივმა შემსრულებლებმა
“მრავალჟამიერი” და ქართული საესტრადო სიმღერები შესარულეს.
ნაძვის ხის საზეიმო ანთება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.