ბაღდათის მუნიციპალიტეტში მდინარე ხანისწყალზე არსებული ე.წ. ზედა დიმის ხიდის სამშენებლო სამუშაოები სრულდება.
ხიდი, რომელიც ქალაქ ბაღდათს ექვს სოფელთან აკავშირებს სრულიად ახალია.
ხიდი რომელიც ამორტიზებული იყო დემონტაჟი გაუკეთდა და მის ნაცვლად ახალი თანამედროვე სტანდრტების ხიდი აშენდა.
ამ ეტაპზე მოქალაქეები ტრანსპორტით სოფელ დიმის შემოვლითი გზით გადაადგილდებიან, ხოლო ქვეითთათვის მოწყობილია საფეხმავლო გადასასვლელი.
მდინარე ხანისწყალზე არსებული ხიდის სარეაბილიტაციო სამუშოებს შპს “კონსტრუქშიონ სერვისი” ასრულებს. რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.