ბაღდათის მუნიციპალიტეტში მალე სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები სოფელ დიმში დღეიდან დაიწყო, საძირკველში სიმბოლურად კაფსულა ჩაიდო.
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), საერთაშორისო ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის „ (Brot für die Welt) ფინანსური მხარდაჭერით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს “სოციალური ინკლუზიის ცენტრი ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალი პერსპექტივები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოს სოფლებში“.
რომლის ფარგელბშიც სოფელ დიმში, მუნიციპალიტეტში მცხოვრები მცირე ასაკის შშმ პირთათვის სოციალური ინკლუზიის ცენტრი გაიხსნება.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით სილაგაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი წარმომადგენლებმა მიიღეს.
სოციალური ინკლუზიის ცენტრის მთავარი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური განვითარება და საზოგადოებაში ინტეგრაცია. ცენტრის სივრცე აშენდება უნივერსალური დიზაინის მიდგომებით და დაცული იქნება შშმ პირთა უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის დადგენილი ყველა საკანონმდებლო ნორმა.
სოციალური ინკლუზიის ცენტრი მოემსახურებას ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6–დან 18 წლამდე 30 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს გაუწევს.