ბაღდათის მუნიციპალიტეტში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის 101 წლის იუბილე აღინიშნა.
დიდი მაესტროს საიუბილეო საღამო მშობლიურ ბაღდათში, მისივე სახელობის კულტურის სახლში გაიმართა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ა.ა.ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის შემოქმედებითმა ჯგუფებმა, რევაზ ლაღიძის უკვდავი ჰანგები, როგორც საესტრადო ასევე, ქართული კონო მუსიკა შეასრულეს.
ღონისძიებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
დღესვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს დიდი ქართველი კომპოზიტორის ხსოვნას და მისივე ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.
რევაზ ლაღიძის საიუბილეო საღამოზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, კომპოზიტორის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველ ფოტო მასალას გაცნობოდნენ.
რევაზ ლაღიძის დაბადებიდან 101 წლის საიუბილეო ღონისძიება , ა.ა.ი.პ. ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ორგანიზებით და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართა.