ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად გრძელდება.
ამ ეტაპზე ასფალტის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები სოფელ დიდველაში, დიდველა -როკითის დამაკავშირებელ გზაზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „პალადა“ ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
დიდველა -როკითის დამაკავშირებელ გზას რეაბილიტაცია წლების მანძილზე არ ჩატარებია. აღნიშნული გზით , როგორც დიდველა-როკითის, ასევე მეზობელი სოფლების მოსახლეობაც სარგებლობს.