ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
პატარებისთვის რევაზ ლაღიძის კუტურის ცენტრში საბავშვო მუსიკალურ თეატრ ,,ირიდა,,-ს კონცერტი გაიმართა.
ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ მდებარე სკვერში მთელი დღის განმავლობაში სპორტულ გასართობი ღონისძიებები მიმდინარეობდა.
პატარებს საშუალება ჰქონდათ, სპორტულ აქტივობებში და ასფალტზე ხატვაში, ასევე სახის მოხატვაში მიეღოთ მონაწილეობა. მთელი დღის მანძილზე საშუალება ჰქონდათ გასართობი ატრაქციონებით ესარგებლათ.
ბავშვთა საერთაშორისო დღე პატარებს და მათ მშობლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა თოჯინების და ჩრდილების თეატრის ჩვენება, რომელიც გენდერული საბჭოს ეგიდით გაიმართა.