ბაღდათის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრებმა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ერთად შემეცნებით- სპორტული ღონისძიებებით აღნიშნეს.
GAME- ზონას სივრცეში სამაგიდო თამაშები გაიმართა.
ახალგაზრდობის სკვერში ქუჩის ვიქტორინა და გორგოლაჭებით შეჯიბრი ფერების ფესტივალის თანხლებით მოეწყო.
საღამო ბენდ ,,რეზო და ბავშვები“- ის კონცერტით დასრულდა.
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და კომპანია “ზელატოსი”-ს მხარდაჭერით აღინიშნა.