ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში მდინარე კორისწყალზე არსებული ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
მოსახლეობას სრულიად ახალი ხიდი რამდენიმე დღეში ექნება.
აღნიშნული ხიდი სიძველის გამო 2020 წლის აგვისტოს თვეში ჩაინგრა.
მდინარე კორისწყალზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია “ხიდმშენი 99” ასრულებს რომლის ღირებულებაც 416,562.00 ლარს შეადგენს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური რეგულარულად ახორციელებს.