ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში, დევიძეების საუბნო გზის
რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე იგება ბეტონის საფარი,
რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა სანიაღვრეები.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “Georgian Build” ასრულებს. დევიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და აღნიშნული პროექტი გარდამავალია. ტენდერის პირობების თანახმად სამუშაოების პირველი ეტაპი ნოემბრის ბოლოს დასრულდება. მეორე ეტაპი კი 2023 წელს.
სოფელ წითელხევში დევიძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია აქამდე არასდროს განხორციელებულა.
სოფელ წითელხევში ე.წ დევიძეების უბნის საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.