ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ასფალტის საფარი იგება ე.წ პატარიძეების უბინიდან ობჩის საჯარო სკოლამდე მისასვლელ გზაზე.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ” მეკა” ასრულებს.
აღნიშნული გზის მონაკვეთი დაახლოებით ორი კილომეტრია და მას რეაბილიტაცია აქამდე არასდროს არ ჩატარებია.
მიმდინარე სამუშაოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან და სოფელ პირველ ობჩაში, მერის
წარმომადგენელ ხვიჩა ბურჯანაძესთან ერთად გაეცნო.
პატარიძეების უბნიდან ობჩის საჯარო სკოლამდე მისასვლელი გზით, თითქმის მთელი სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, უკვე მათ გადაადგილება შეფერხების გარეშე სრულიად რეაბილიტირებული გზით შეუძლიათ.