ამ ეტაპზე საწარმოს მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში გაზაფხულზე შევა.
აღნიშნული საწარმო, რომელიც შ.პ.ს. “ახალი ზეკარი”-ს სახელწოდებით იფუნქციონირებს, ჩირის, წვენისა და ღვინის წარმოებაზე იქნება ორიენტირებული.
საწარმოს ფუნქციონირება როგორც სოფელ პირველი ობჩისთვის, ასევე მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რადგან დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა და მოხდება სასოფლო- სამეურნეო პროდუქტების რეალიზაცია.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოს, სოფელ ობჩაში ლევან დემეტრაძე სახელმძიფოს მხარდაჭერით შეღავათიანი აგრო კრედიტით აშენებს.
მიმდინარე სამუშაოები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად დაათვალიერა .
მერს ლევან დემეტრაძემ სამომავლო გეგმებსა და იმ პროდუქტებზე ესაუბრა რომლის წარმოებასაც ადგილზე გეგმავს.