
.ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
მომხს: ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
თანამომხსენებელი: მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

.“ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”.
მომხს: მარეხი მშვენიერაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური
და ჯამრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.

. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში საკრებულოს მიერ 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხს. ნოდარ გიორგიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

.“ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს. კახა გოგნაძე -მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
თანამომხსენებელი:ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე – მუნიციპალიტეტის მერიის
ადმინისტრაციული სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.

.„ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N 80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თანამომხსენებელი: მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

. ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს N 72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
მომხს. მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო
საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;

. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხს: სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი – დავით მშვილდაძე.

. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ.
მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის პირველ კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.