ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრს ლატვიისა და ლიეტუვას თეატრალური დასები სტუმრობდა.
მსახიობების ვიზიტი პროექტ “სამი თეატრი ვთამაშობთ ერთ პიესას”- ფარგლებში განხორციელდა.
ლიეტუვის ქალაქ კაიშადორისის და ლატვიის ქალაქ ვალკას თეატრალურმა დასებმა, ბრეხტის “ბურჟუათა ქორწილი” წარმოადგინეს.
ვიზიტის ფარგლებში ლატვიისა და ლიეტუვას მსახიობები ბაღდათის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს და ქართულ ფოლკლორს გაეცნენ.
ბაღდათის სახალხო თეატრმა კი სტუმრებისთვის, რეჟისორ ლაშა ლომჯარიას ახალი სპექტაკლი “ათვინიერებენ მიმინოს” წარმოადგინა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი პროექტ “სამი თეატრი ვთამაშობთ ერთ პიესას” ფარგლებში, აპრილის თვეში კაიშადორისში იმყოფებოდა.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სახალხო თეატრი ლიეტუვის დაა ლატვიის თეატრალურ დასებთან თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს