ბაღდათის მუნიციპალიტეტის ქალაქ ბაღდათში, თბილისის ქუჩის ჩიხების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
აღნიშნული ქუჩის ჩიხებში, ასფალტის საფარი იგება და ეწყობა სანიაღვრეები.
მიმდინარე სამუშაოებს, სამშენებლო კომპანია შპს “მეკა” ასრულებს და იგი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, პირველ მოადგილე
დავით სილაგაძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია ეტაპობრივად განხორციელდება და მთელ მუნიციპალიტეტს მოიცავს.