
ფორუმის თემატიკა მოიცავდა ურბანული განვითარების თანამედროვე ტენდენციებს და საჭიროებებს კერძოდ: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ადგილობრივი ხელისუფლება სამართლებრივ ჭრილში, ბიზნესგარემო საქართველოში და სექტორის განვითარების ტენდენციები, უძრავი ქონების ბაზარი, მწვანე ურბანული მომავალი და ენერგომოხმარების ტენდენციები, ტურიზმი – ახალი შესაძლებლობები და გამოწვევები, ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა და საინვესტიციო შესაძლებლობები, ქალაქების ტრანსფორმაცია ინოვაციების დანერგვის გზით, გენდერული თანასწორობა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მიგრაციის გავლენა ადგილობრივ განვითარებაზე, კონკურენტუნარიანობის როლი სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში, სივრცითი მოწყობა და ურბანული განაშენიანება/სატრანსპორტო გამოწვევები, შრომის პოლიტიკა და შრომის ბაზრის განვითარების ტენდენციები, რეალური სექტორის ეკონომიკა, ურბანული არქიტექტურა, ჯანდაცვის პოლიტიკა და ონკოლოგიური დაავადებების მართვა საქართველოში, ცხოველთა პოპულაციის მართვა, მეფუტკრეობის მდგრადი განვითარება.