ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან თათბირი გამართა. თათბირზე მერმა, გასულ კვირას განხორციელებული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამა, ახალ გეგმებზე ისაუბრა და კონკრეტული დავალებები გასცა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურადაა ჩართული მერიის ყველა სამსახური, განყოფილება და საკრებულო. ასევე აიპები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს თოვლის საფარისგან დაზიანებული სახლების აღწერა და ზარალის დათვლა.
დიდთოვლობამ ბაღდათის მუნიციპალიტეტში გასულ კვირას სხვადასხვა სახის პრობლემები შექმნა, როგორც ტრანსპორტით გადაადგილება, ასევე საცხოვრებელი სახლების დაზიანება, ელექტრო ენერგიის და ბუნებრივია არის მიწოდება.
აქტიური მუშაობის შედეგად გაიწმინდა გზები, საკვები პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდა მოსახლეობას, ტრანსპორტირება გაეწია დიალეზით მოსარგებლე და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭირო მოქალაქეებს.
არ დარჩენილი უყურადღებოდ არცერთი მოქალაქე, ვინც მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას დახმრების თხოვნით მომართა.