ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგს ამირან გრძელიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდო გადასცა.
ამირან გრძელიძეს 51 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის ისტორია აქვს.
წლების მანძილზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლებში ეწეოდა როგორც პედაგოგიურ საქმიანობას, ასევე იყო რამდენიმე სკოლის ხელმძღვანელი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის ჯილდოზე ამირან გრძელიძის კანდიდატურა, მისი ნახევარსაუკუნოვანი, ღირსეული პედაგოგიური საქმიანობიდა გამომდინარე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა და სოფელ დიმის N1 საჯარო სკოლის პედაგოგიურმა საბჭომ შეთავაზა.