შეხვედრაზე დამსწრე პირებმა სახელმწიფო პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, გაეცნენ ამ ეტაპზე აქტიურ პროგრამებს და მათი დაფინანსების მოპოვების კრიტერიუმებს.
სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის ფორმატში ისაუბრეს ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სტრატეგიის შესახებ და იმ შედეგებზე რასაც სოფლის განვითარების სააგენტომ რამდენიმე წლიანი აქტიური მუშაობით მიაღწია.
შეხვედრის მიმდინარეობისას მეფუტკრე ფერმერებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია
თუ რა ღონისძიებები უნდა განახორციელონ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის დროს თერმული ნისლის გაფრქვევისას და როგორ უნდა მიიღონ ხარისხიანი პროდუქტი.
შეხვედრა მიმდინარეობდა ინტერაქციულ ფორმატში.
სოფლის განვითარების სააგენტოს
დაფინანსების შესაძლებლობებით დაინტერესებულ ფერმერებს სააგენტოს წამომადგენლებმა კონსულტაციები გაუწიეს და ცალკეული ქეისები განიხილეს.
შეხვედრის ბოლოს ადგილობრივმა მეღვინეებმა ღვინის გამოფენა- დეგუსტაცია მოაწყვეს.
აღნიშნულ შეხვედრას ადგილობრივ მეწარმეებთან და ფერმერებთან ერთად,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, დეპუტატები, ტერიტორიულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები დაესწრნენ.
აღნიშნული შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების და სოფლის მეურნეობის განყოფილების
ორგანიზებით მოეწყო.