თუ ეძებ სასურველ სამსახურს! – გაქვს შესაძლებლობა ჩაერთო პროექტში ,,ისწავლე დასაქმებისთვის! ’’ და ისარგებლო სასურველი სერვისით რაც დასაქმებაში დაგეხმარება.
მიმდინარე წლის 15 ივნისს 13 საათზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC)” თანამშრომლობით – ბაღდათისა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას დასაქმების შესაძლებლობას სთავაზობს.
სამუშაოს მაძიებლებს მიეცემათ ადგილზე გასაუბრებისა და ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა – ჩვენი რეგიონის სამოქმედო არეალში მდებარე პოტენციურ დამსაქმებლებელ კომპანიებში არსებული აქტიური ვაკანსიების შესახებ. დაინტერესენულ პირებს გაეწევათ ინდივიდუალური კონულტაციები და ორგანიზაცია დაეხმარებათ მათ ვაკანტურ პოზიციებზე რეფერირებაში.
,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)” პროქტის მიზანია განათლებიდან შრომის ბაზარზე ეფექტური გარდამავალი მოდელის პოპულარიზაცია, რომელიც ხელს უწყობს დასაქმების შედეგების გაზრდას, სოციალურ ინტეგრაციას, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირებას, დასაქმების სერვისების განვითარებას, ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასებას.
განხორციელების სამოქმედო არეალი მოიცავს იმერეთის, გურიის, რაჭა–ლეჩხუმის, აჭარის, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებს .
პროექტის განხორციელებისას პრიორიტეტულია საჯარო და კერძო სექტორთან თანამშრომლობა, რაც განსაზღვრავს მაღალი დონის სერვისების მიწოდებას ისეთ სამიზნე ჯგუფებზე როგორიცაა: მოწყვლადი ახალგაზრდები, იძულებით გადაადგილებული პირები, განათლების, სამუშაო გამოცდილების და გადამზადების არმქონე პირები, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დაუსაქმებელი პირები და სხვა.
დაინტერესებული პირებს – სამუშაოს მაძიებლებს შეუძლიათ მობრძანდნენ 15 ივნისს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ მდებარე სკვერი. დასაწყისი:13:00
მიმდინარე ვაკანსიებიდან ერთ–ერთი კომპანიაა :
შპს ,,კურორტი საირმე”
1.სასტუმრო ოთახების დამლაგებელი;
2.სამზარეულოს დამლაგებელი;
3. მზარეული;
4. მზარეულის დამხმარე;
5. მოლარე-ოპერატორი;
6. მცხობელი;
7. საწყობის დამხმარე ოპერატორი;
8. მიმტანი;
9. ტექნიკოსი;
10. მეეზოვე;
კურორტი უზრუნველყოფს საცხოვრებელს, კვებას, უნიფორმას და ტრანსპორტირებას (ბაღდათი -საირმე)