ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ, ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის სახლის გადასახური მასალის გაცემა დაიწყო.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის მერიამ გადასახური მასალა, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა.
თებერვლის თვეში ბაღდათის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად 194 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა.
ბაღდათის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები, ყველა დაზიანებული სახლის მდგომარეობას დეტალურად გაეცნენ.
ძლიერი ქარის შედეგად დაზრალებულ ყველა ოჯახს მათივე საჭიროებების შესაბამისად, თუნუქი და ხის მასალა ურიგდება.