ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდთან და ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან ურთიერთთანამშრომლობის მემორენდუმი გააფორმა. პროექტის ,,მეტი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ეფექტური თვითმმართველობისთვის’’ ფარგლებში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ და ორგანიზაციების აღმასრულებელმა დირექტორებმა მოაწერეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე, საკრებულოს თავჯდომარე ნოდარ გიორგიძე. ახალგაზრდული და გენდერული საბჭოების წარმომადგენლები, მერიის სამსახურების და განყოფილებების ხელმძღვანელები.
აღნიშნული პროექტის მიზანია, უზრუნველყოს იმერეთის მხარის თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში ეფექტური თვითმმართველობის განხორციელება და ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
პროექტი ხორციელდება ა(ა)იპ ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის მიერ ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსთან პარტნიორობით, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-ის მიერ, გერმანიის ფედერალური მთავრობისა და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის“ ფარგლებში.