ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. ბიუჯეტის პროექტი განსახილველად საკრებულოს უკვე გადაეგზავნა და მისი განხილვა კომისიების ფორმატში მოხდება. საკრებულოს შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტის პროექტი კორექტირებისთვის მერიას დაუბრუნდება.
2022 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს საკრებულო 2021 წლის ბოლომდე დაამტკიცებს.
აღნიშნული დოკუმენტები შეგიძლიათ იხილოთ ან ჩამოტვირთოთ მოცემულ ბმულებზე ↓
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი
- 2022 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები (პროგრამული დანართი)
- პრიორიტეტების დოკუმენტი 2022 წელი
- ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები (განმარტებითი ბარათი)
საკითხით დაინტერესებულმა პირებს კი შეუძლიათ პროექტთან დაკავშირებით წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები წარმოადგინონ საკრებულოს აპარატში.