ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) გაეროს მიგრაციის სააგენტოს მისიის ხელმძღვანელს საქართველოში სანია ჩელებიჩ ლუკოვაცის, ადგილობრივი პროგრამების კოორდინატორს ნათია კვიციანს, ორგანიზაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელს ნათია ახალაიასა და პროექტის ასისტენტს პაატა შარაშენიძეს შეხვდა.
შეხვედრას რომელსაც მერის პირველი მოადგილე დავით სილაგაძე და მერიის ეკონომიკური განვითრების, საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფიელბის ხელმძღვანელი თინა აბულაძე ესწრებოდა, საუბარი შეეხო ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთ თანამშრომლობას, რეინტეგრაციის ხელშეწყობისა და სათემო გაძლიერების საპილოტე პროექტის ფარგლებში, შექმნილი საინფორმაციო – საკონსულტაციო ცენტრის მუშაობას, მათ საჭიროებებს, გამოწვევებსა და შემდგომში განსახორციელებელ აქტივობებს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული მიმართულებით 2022 წლიდან მოქალაქეებს კონსულტირებას 3 სპეციალისტი უწევს, ყოველდღიურად მიმდინარეობს მათთან საინფორმაციო საკონსულტაციო მომსახურების გაწევა ,იმ პროექტების და დაფინანსების შესხებ, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, მიგრანტებს და მათ ოჯახის წევრებს სთავაზობს, როგორც ეკონომიკური გაძლიერების ასევე სოციალური მიმართულებით.
უახლოეს მომავალში იგეგემება საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა და სათემო გაძლიერების პროექტის ერთობლივად განხორციელება.