
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ მოსწავლეებს, საჩუქრად პორტატული კომპიუტერები მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ნოდარ გიორგიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ კიკნაველიძემ და განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო მშვილდაძემ გადასცეს.

ბაღდათის მუნიციპალიტეტს 2021-2022 სასწავლო წლის საბაზისო საფეხურის 34 წარჩინებული მოსწავლე ჰყავს.
მერმა კახა ენუქიძემ მოსწავლეებს , პედაგოგებს და მშობლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.