ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ, სამოქალაქო საზოგადოების რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი რომელიც ქუთაისში გაიმართა, მიზანად ისახავს, ერთის მხრივ მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაციას, და მეორეს მხრივ, დონორებისა და პოტენციური დამფინანსებლების მოზიდვა და იმერეთის მხარი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას.
რეგიონულ ფორუმს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლევან კიკნაველიძე, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძე, თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფორუმი, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის – ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით გაიმართა. რეგიონულ ფორუმზე ისაუბრეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების რეფორმის კონცეფციის შესახებ. ასევე, მოწვეულმა დონორმა ორგანიზაციებმა, დაინტერესებულ პირებს მათი საგრანტო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.