ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულმა საბჭომ, მუნიციპალიტეტის მერს კახა ენუქიძეს, გასულ წელს საბჭოს მიერ გაწეული საქმიანობა გააცნო.
ახალგაზრდული საბჭო, რომელიც მუნიციპალიტეტში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს, სხვადასხვა სახის შემეცნებით აქტივობებს ახორციელებს.
2022 წლის საბჭოს ერთ -ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა „ ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026“ პოლიტიკური დოკუმენტის შემუშავება, რომელიც საბჭომ, ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამის ფარგლებში განახორციელა.
საბჭო ასევე აქტიურადაა ჩართული, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდების საჭიროებების კვლევაში.
შეხვედრაზე მერმა ახალგაზრდული საბჭოს წევრებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და 2023 წელს განსახორციელებელ გეგმებსა და იდეებზე მხარდაჭერას დაჰპირდა.