
ბაღდათის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის 2024 წლის გამარჯვებულია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერს კახა ენუქიძეს,საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) მიერ გამართულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე, კონკურსში მონაწილეობასა და გამარჯვებისთვის, სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა.

საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში ბაღდათის მერიამ ჯილდო მიიღო ნომინაციაში, საჯარო ფინანსების მართვისა და ანგარიშვალდებულებების (PEFA) კარგი პრაქტიკის დანერგვაში, პროექტ “აქტივებისა და ვალდებულებების მართვის” ფარგლებში.

საზეიმო ცერემონიაზე ასევე დაჯილდოვდნენ პირები, რომლებმაც საუკეთესო პრაქტიკის განაცხადზე წარდგენილი პროექტების განხორციელებაში მიიღეს მონაწილეობა. ბაღდათის მერთან ერთად სპეციალური ჯილდო, პროექტის მონაწილეებმა თამარ ბარბაქაძემ და ესმა დევდარიანმა მიიღეს.

დღეს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ა.თ.ე.ა) საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) კონკურსის 11 ნომინაციაში გამარჯვებული 13 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა.

საუკეთესო პრაქტიკის დაჯილდოების ცერემონიალს ა.თ.ე.ა. აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.