ბაღდათის მუნიციპალიტეტი ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევ ტურში მარავალფეროვანი ნომრებით წარსდგა.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2022-ის შესარჩევი ტური რომელიც ქუთაისის ოპერის თეატში გაიმართა, ბაღდათის წყალტუბოს, ქუთაისის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, ასევე სახვითი ხელოვნების და ხეზე კვეთის ოსტატებმა, სახალხო მთქმელებმა, მგალობლებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური აფასებდა.
ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის მიზანია ქართული , ასევე საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსის, ფოლკლორის დარგებისა და ჟანრების ნიმუშთა მოძიება, საქართველოს თითოეულ კუთხესა და სოფელში ხალხური შემოქმედების დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია.
აღნიშნული ფესტივალი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მონაწილეთა შეკრებას და ირგანიზებას მუნიციპალიტეტის მასშტაბით,
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახური და ა.ა.ი.პ ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი უწევს.