ბაღდათის მუნიციპალიტეტი, მადრიდში გამართულ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტული გამოფენა FITUR-2024- ში მონაწილეობდა.
გამოფენის ფარგლებში ბაღდათის მერი კახა ენუქიძე, ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელ გოჩა ხორავასთან ერთად, ესპანეთში საქართველოს ღვინის ტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელს ქეთი გორგილაძეს და მსოფლიო ღვინის ტურიზმის პრეზიდენტს ანტონიო ბიდალთს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი, ბაღდათის რეგიონის განვითარების პერსპექტივებს, განვითარების პროცესში მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ღვინის ტურიზმის ასოციაციის ჩართულობას შეეხო.
ვიზიტის ფარგლებში ბაღდათის დელეგაცია ესპანეთის კასტილია ლა მანჩის ქალთა გასტრონომიული ბიზნეს ასოციაციის დირექტორს, ალკალის უნივერსიტეტის გასტრონომიული კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ბლანკა გარსიას შეხვდა.
სადაც საუბარი სამომავლო ურთიერთ თანამშრომლობას შეეხო.