
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილე გურამ კიკნაველიძესთან ერთად, საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატებს და პირველი ადგილის მფლობელს შეხვდა.

საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან ხელოვნების სხვადასხვა დარგში მოღვაწე 18 მონაწილე იყო წარმოდგენილი. აღნიშნული ფესტივალი სამ ეტაპად ჩატარდა, რომელსაც პროფესიონალი ჟიური აფასებდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან ფესტივალის ლაურეატის ტიტული შვიდმა მონაწილემ მოიპოვა, ხოლო პირველი ადგილის მფლობელი კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი„ბაღდათი“ გახდა.

კახა ენუქიძემ ფესტვალის ლაურეატებს და გამარჯვებულს მუნიციპალიტეტის შემოქმედებითი კუთხით წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სერთიფიკათები გადასცა.

შეხვედრას მერის მოადგილე მერაბ ზირაქაძე და მერიის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.