
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა კახა ენუქიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან და მოადგილეებთან ერთად, დედის დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების დედებს მიულოცა.

“გილოცავთ დედის დღეს, მადლობას გიხდით გმირი შვილების აღზრდისთვის. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის საამაყო დედები. მინდა ჯანმრთელობა და მხნეობა გისურვოთ” -განაცხადა კახა ენუქიძემ.

აღნიშნული ღონისძიება ბაღდათის გენდერული საბჭოს ეგიდით მოეწყო