ასოციაცია „ანიკა“ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების მიერ 1997 წელს დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა არასამთავრობო ორგანიზაცია. მისი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვა და მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის ხელშეწყობა.
ასოციაცია „ანიკა“ ევროკავშირის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ახორციელებს სამწლიან პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალური მომსახურებების განვითარებისათვის“. პროექტის პარტნიორია თელავის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი.
პროექტის ფარგლებში ასოციაცია „ანიკა“ აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს „სოციალური მომსახურებების განვითარება აჭარის, გურიის, იმერეთის და კახეთის რეგიონებში“.
საგრანტო კონკურსი ჩატარდება 2 საფეხურად: განმცხადებელმა თავდაპირველად უნდა წარმოადგინოს პროექტის მოკლე მონახაზი (ე. წ. concept note), ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გასული აპლიკანტი წარადგენს სრულ განაცხადს.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ თანდართულ ფაილებში: იხილეთ მოცემული ლინკი https://drive.google.com/drive/u/1/folders/1_A6e-LFbh5gT65bhizxuWy0vm0VIaGXe
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 6 აპრილი, 2022 18:00 საათი.
წერილობითი შეკითხვების მიღების ბოლო ვადა – 5 აპრილი, 2022 17:00 საათი
გთხოვთ, განაცხადები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე anika.information@gmail.com
წერილის Subject-ის ველში მიუთითეთ „პირველადი განაცხადი სოციალური სერვისების განვითარებაზე“.
საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდება ზუმის პლატფორმის მეშვეობით რეგიონების მიხედვით:
კახეთის რეგიონი- 30 მარტი, 2022; დრო 11:30