ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მ/წლის 29 ივლისს 10:00 საათზე გაიმართება. ქვემოთ წარმოგიდგენთ საკრებულოს დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია: „ბაღდათის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა -დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 მარტის N 26 დადგენილების შესრულების (2021წელი; 2022 წლის 6 თვე) მიმდინარეობის შესახებ. მომხს. ამბერკი რობაქიძე – ა.(ა)ი.პ. – „ბაღდათის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანების დირექტორი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინფორმაცია ‘მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის 2021 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. გოჩა გრძელიძე- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი შშმ პირთა საკითხებში.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ობჩაში 28-ე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ; მომხს: მინდია კიკნაველიძე – მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი;
„ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 აპრილის N 33 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მომხს. მურად ბურჯანაძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყისი სააუქციონო ყოველწლიური საიჯარო ქირის საფასურის განსაზღვრის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე-მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
საკრებულოს აპარატი