ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 31 მარტს 10:00 საათზე გაიმართება, სადაც დღის წესრიგით წარმოდგენილი იქნება 13 საკითხი.
საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მსვლელობას. მის: ბაღდათი. წერეთლის # 9
იხილეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები
- მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. თანამომხსენებელი: ვლადიმერ მელაძე – მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახურის უფროსი.
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის N23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. მარეხი მშვენიერაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.
- „ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
- მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ანგარიში: „2022 წელში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის დასრულების მდგომარეობისა და 2023 წელში განსახორციელებელი პროექტების მშენებლობის დაფინანსების შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების მიღების შემდეგ ამ დადგენილების შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ. მომხს. თათია ღვალაძე – მუნიციპალიტეტის მერიის იურდიული განყოფილების უფროსი.
- მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია: „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და ბალანსზე არსებული ქონების (უძრავ-მოძრავი) ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული/ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების, ავტომნქანა NISSAN LEAF სახელმწიფო ნომრით AD-150-SP ა.(ა).ი.პ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე გაერთიანებაზე სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერზე თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დამტკიცების შესახებ მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმაში დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციოულ ერთეულებში შემავალ სოფლებში მდებარე სახელწოდების არმქონე ქუჩების სახელდება და არაბული ციფრებით ნუმერაციის შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის მეორე კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.