საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მსვლელობას.
მის: ვარციხის ადმინისტრაციული ერთეული, ტურისტული ცენტრის ადმინისტრაციული შენობა.
დღის წესრიგი:
- არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ანგარიში 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ვალერი კვინიხიძე -არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი-ბაღდათის ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 10 მარტის N12 (გ-67.6723069001) განკარგულებაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ბაღდათის მუნიციპალიტეტში 2023 წელს განსაზღვრული დაფინანსების დასახლებების მიხედვით განაწილების და შერჩეული პროექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ინფორმაცია ,,მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისათვის 2022 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. მარეხი მშვენიერაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი;
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ს.ს. „თიბისი ლიზინგს“ შორის 2023 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ლიზინგის გენერალური ხელშეკრულების (№LGA-125056) საფუძველზე, ბაღდათის მუნიციპალიტეტზე პირდაპირი ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადმოცემული ტექნიკის (ექსკავატორი, მოდელი:5CX15H2WM, VIN კოდი: JCB5CX4WAP3204368, სახ. ნომერი – DD 324Q , გამოშვების წელი – 2023) ა.(ა).ი.პ ,,ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქ. ბაღდათში, რუსთაველის ქ. №24ა-ში 30.11.33.217 საკადასტრო კოდზე მდებარე შენობის პირველ სართულზე მდებარე 6.17 კვ.მ. (ოთახი N7) და 14.17 კვ.მ. (ოთახი N4) ფართების ა(ა)ი.პ „საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირისთვის“ (ს/ნ 239403775) უსასყიდლო სარგებლობის უფლებით, უზუფრუქტის ფორმით გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმაში დამტკიცების შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული (გამოყენებისთვის უვარგისი) მოძრავი ქონების ბალანსიდან ჩამოწერაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის მეოთხე კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.