ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა 25 ნოემბერს 10:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ: დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მიმოხილვა. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ანგარიში 2022 წლის განვლილ პერიოდში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. მარეხი მშვენიერაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.
- 2023-2026 წლების პოლიტიკის დოკუმენტი: „ბაღდათის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგია“ და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. მინდია კიკნაველიძე – განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის -„ბაღდათის სპორტისა და მოზარდთა აქტივობის ცენტრის“ სპორტსმენების მწვრთნელებისა და წარმომადგენლების სპორტულ ღონისძიებებზე მივლინებისას მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის ქირავნობის და კვების სადღეღამისო ხარჯების დღიური ნორმის თანხის ოდენობისა და ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ. მომხს. თათია ღვალაძე – მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა(ა)იპ „ბაღდათის კეთილმოწყობის, დასუფთავების და მუნიციპალური სერვისების გაერთიანებისთვის“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის მეორე ობჩის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ მეორე ობჩაში 28-ე ქუჩისათვის სახელის მინიჭების შესახებ. მომხს: მინდია კიკნაველიძე – მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი;
- “ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული სასპორტო დაწესებულებების საბიუჯეტო ასიგნებებიდან სპორტული ღონისძიებების დაფინანსების ნორმების განსაზღვრის შესახებ” ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 მარტის N 42 13 განკარგულების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ; მომხს: გვანცა გრძელიძე – საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
საკრებულოს აპარატი