საკრებულოს სხდომა საჯაროა და მოქალაქეებს საშუალება აქვთ დაესწრონ სხდომის მსვლელობას. მის: ბაღდათი. წერეთლის # 9
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა ხვალ: 25 მაისს, დილის 10.00 საათზე გაიმართება იხილეთ ქვემოთ განსახილველი საკითხები.
დღის წესრიგი:
1.მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაცია: „მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2023 წლის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ“. მომხს. ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი.
2.მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიში 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. მამუკა ხურციძე – მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
3. მუნიციპალიტეტი მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების განყოფილების ინფორმაცია: „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში საგაზაფხულო ხვნა-თესვის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ“. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი.
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით სარგებლობის უფლებით (იჯარა) განკარგვაზე ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემისა და საიჯარო ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მ/შემსრულებელი. საკრებულოს აპარატი