ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა 23 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
იხილეთ დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ. მომხს: ლერი გუმბერიძე – მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი. თანამომხსენებელი: მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
2. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის 2023 წლის პროგრამისა და სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ”. მომხს: მარეხი მშვენიერაძე – მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯამრთელობის დაცვის სამსახურის უფროსი.
3. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში საკრებულოს მიერ 2022 წელში გაწეული მუშაობის შესახებ. მომხს. ნოდარ გიორგიძე – მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.
4. “ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. კახა გოგნაძე -მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თანამომხსენებელი:ზანდა ჯიხვაძე-ფაიქიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი.
5. „ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის-საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის დამტკიცების შესახებ“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის N 80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; თანამომხსენებელი: მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 აგვისტოს N 72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხს. მურად ბურჯანაძე – საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ნარჩენების მართვის 2023-2027 წლების გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: სოფლის მეურნეობის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის და გარემოს დაცვის განყოფილების უფროსი – დავით მშვილდაძე.
8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
9. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის პირველ კვარტალში განსახილველ საკითხთა სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხს. გვანცა გრძელიძე -მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
საკრებულოს აპარატი