ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხვალ 16 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება
დღის წესრიგით წარმოდგენილია 2 საკითხი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მიერ 2023 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დასაფინანსებელად წარსადგენი პროექტების განსაზღვრის შესახებ. მომხს. კახა მსხვილიძე – მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამბულატორიის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ. მომხს. ქეთევან კარკაძე – მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
საკრებულოს აპარატი