ბაღდათის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის მხარდაჭერით, ახალგაზრდული საბჭოს, ასევე GAME-ზონას ინიციატივით შემდეგი აქტივობები გაიმართა.
ბაღდათის ახალგაზრდულმა საბჭომ. ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ მდებარე სკვერში “Treasure Hunter” გამართა სადაც გამოვლინდა გამარჯვებული მონაწილეები.
GAME-ზონის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ფილმის ჩვენება და ,,youth chellenges” მოაწყვეს.
რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის ფოიეში სპორტული ტურნირი “ბოჩას” სახეობაში გაიმართა.
ბაღდათში არსებულმა ,,თედასი”-ს ფილიალის წარმომადგენლებმა ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ბაღდათის ახალგაზრდულმა საბჭომ მანსანკანის სახალისო ნომები, რევაზ ლაღიძის სახელობის კულტურის სახლის სცენაზე წარადგინეს.
ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი ბენდ “კარცერ ლუქსის კონცერტით
დასრულდა, ბენდმა პოპულარული ჰიტების ქავერები შეასრულეს.
აღნიშნული ღონისძიებები მოწვეულ სტუმრებს ჯიმი აბესაძეს და აჩი კიკნაველიძეს მიყავდა.