
ბაღდათის მუნიციპალიტეტის, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანის, სტიქიის შედეგად დაზიანებული ცენტრალური საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია განახორციელებს. ტენდერში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება 11 თებერვალს დაიწყო და 5 მარტს დასრულდება.
ტენდერის პირობების თანახმად ქალაქ ბაღდათიდან სოფელ კაკასხიდისა და ხანის დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რომელიც სტიქიამ 2024 წლის ზაფხულში დააზიანა სრულად რეაბილიტირდება.

სამუშაოებისთვის, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდმა ბიუჯეტიდან 4, 802, 914 ლარი გამოყო. პროექტი გარდამავალია მიმდინარე წელს დაიწყება და 2026 წლის ნოემბერში დასრულდება.

სოფელ ხანის მიმართულებით გადაადგილება შეზღუდული არ არის, მოსახლეობა ამ დრომდე ალტერნატიული გზით სარგებლობს