
1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევისას 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით ადამიანი კი დაუდგენელი შემადგენლობის მხუთავი აირით მოიწამლა.