ბაღდათის მუნიციპალიტეტის დელეგაცია, ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერ კახა ენუქიძის ხელმძღვანელობით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ზალცლანდის ოლქში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ზალცლანდის რაიონის ადმინისტრატორთან და მხარის ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას თანამშრომლობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ სფეროებში, როგორებიცაა სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვის საკითხები, ტურიზმი, განათლება და პროფესიული მომზადება. მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
ვიზიტი ბაღდათის მუნიციპალიტეტსა და ზალცლანდის ოლქს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში შედგა.