ბაღდათის მუნიციპალიტეტში მთავარი ნაძვის ხე, დღეს საზეიმო ვითარებაში აინთო.
მანამდე კი ბაღდათის მუნიციპალიტეტმა ახალი წლის დღეებს უმასპინძლა.
საახალწლო ღონისძიებებზე მთელი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო საშობაო სოფელი, პატარებისთვის გასართობი სივრცეები, ინსტალაციები, თოვლის ბაბუას სახლი და გამოყენებითი ხელოვნების მასტერკლასები.
საახალწლო დღეები ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ანსამბლ შვიდკაცას, ჯგუფ ალეგროს, ღამის შოუს ბენდის კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.