პროფესიული, საზოგადოებრივი კოლეჯ “იბერიის” 2023-2024 წლის კურსდამთავრებულებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში გადაეცათ.
კურსდამთავრებულების დიპლომების გადაცემის ცერემონიალში მონაწილეობა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მერაბ ზირაქაძემ და საკრებულოს კულტურის, განათლების, სპორტის, ახალგაზრდობის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირინა ტყეშელაშვილმა მიიღეს.
საზოგადოებრივი კოლეჯი “იბერია” პროფესიულ სასწავლო პროცესს, ქუთაისსა და ბაღდათში ახორციელებს.სადაც
მოქალაქეებს საშუალება აქვთ მათთვის სასურველ პროფესიას, თანამედროვე სტანდარტებით მაღალკვალიფიციურად დაეუფლონ.