ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე.
ნაპირ სამაგრი სამუშაოები დასრულდა მდინარე ხანისწყლის იმ მონაკვეთზე, რომელიც ესაზღვრება ქალაქ ბაღდათს და სოფელ ზედა დიმს. გაიოზ სოფრომაძის საკარმიდამოსა და ებანოიძეების უბანს.
სამუშაოებს შპს კომპანია „ვაბე“- მ შეასრულა. გაიწმინდა მდინარე ხანისწყლის კალაპოტი და მოეწყო დამცავი გაბიონები.
ბაღდათის მუნიციპლიტეტს, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან 2024 წელს სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად 4, 480000 ლარი გამოეყო, რომლითაც მუნიციპალიტეტში 22 პროექტი განხორციელდება.
აღნიშნული პროექტები მოიცავს, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგრბას, ასევე საყრდენი კედლების მოწყობას და სტიქიით დაზარალებულთათვის სამშენებლო მასალით უზრუნველყოფას