ქალაქ ბაღდათში ცენტრალური ქუჩების კეთილმოწყობა სრულდება.
კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება რუსთაველის, წერეთლის, ვაჟა- ფშაველას ქუჩებს და თავისუფლების მოედანს.
მოეწყო ღვარსადენები, იგება ასფალტის საფარი და მოწესრიგდება ტროტუარები.
მიმდინარე სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.